რეზონანსი
(15.12.2024)

ესტონეთმა მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს მინისტრი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



