რეზონანსი
(14.12.2024)

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებლად რუსთაველზე იმყოფებიან. მან ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
"ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩვენ ამ ყველაფერს მოვერიდეთ. დიდი მადლობა რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ, არ დავძაბოთ ეს სიტუაცია"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



