რეზონანსი
(14.12.2024)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო.
მისივე თქმით, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
„11:30 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 170 კოლეგიის წევრს ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა", - განაცხადა იოსელიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



