რეზონანსი
(13.12.2024)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ვიდეომიმართვაში გაჟღერებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქვეყნის მთავარსარდალმა კვლავ აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია. 

ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც "ქართული ოცნების" ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ არჩევანს გადაუხვიონ! გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე