რეზონანსი
(13.12.2024)

პრეზიდენტი ხვალინდელ არჩევნებს "პაროდიას" უწოდებს და ამბობს, რომ ის ლეგიტიმაციას არის მოკლებული.
ხვალ რაც მოხდება პარლამენტში, არის პაროდია - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მეორე პროვოკაცია არის, ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ გამოვთქვა. ალბათ, უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმაციას არის მოკლებული. არაკონსტიტუციურია. ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება და არც გაჩერება ამ თემაზე. დღეს რაც ხდება, ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც, "ოცნებიდან" "ხალხის ძალა" გადის, მერე დაბრუნდება და ა.შ.. ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს. ეს არის სახელმწიფო პაროდია. ჩვენთვის, ყველასთვის შეურაცხმყოფელია".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



