
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "მთავარი" არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე წერს და ამბობს, რომ ტელეკომპანიაში სიტუაციას მიხეილ სააკაშვილი ურევს.
"მთავარს" ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის "მთავარის" ყველა ჟურნალისტმა. სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში, მაგრამ მან "დამფუძნებლებს შორის კამათისგან" თავი შორს დაიჭირა.
სააკაშვილია "მთავარ არხთან" შუაში და არა ბიძინა. აკეთებს იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით „ტაბულა ტვ“-ს გაუკეთა.უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია - ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან" - წერს ჩერგოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



