
ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი/სამოთხის კარიბჭე", რომელიც რუსთავის მერიამ გუშინ თოდრიას წრეზე დადგა, ჩინელი სკულპტორის, ჩაო ლეის ავტორობითაა შესრულებული. მოსახლეობის მასობრივი პროტესტი შემდეგ ქანდაკება ერთ დღეში აიღეს.
"სამოთხის კარიბჭე" ჩინელმა სკულპტორმა რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნა.
მერიის ინფორმაციით, ჩაო ლეი პეკინის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორია და მას 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის არის რამდენიმე საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის წევრი.
შეგახსენებთ, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში რუსთავისთვის 14 ქანდაკება შეიქმნა და მათი განთავსება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



