რეზონანსი
(12.12.2024)

გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედს“ ჩამოშლას უსურვებს, „მთავარ არხს“ კი მხარდაჭერას უცხადებს.

ეს განცხადება ვაშაძემ „მთავარი არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებებისას გააკეთა.

„სრული მხარდაჭერა „მთავარ არხს“, მე იმედი მაქვს, რომ პროპაგანდისტული „იმედი“ მალე ჩამოიშლება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. ამ განცხადებას გამოეხმაურა ზაზა ოქუაშვილი. ის ამბობს, რომ გვარამიამ და გაბუნიამ ტელევიზია მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად გადააქციეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე