რეზონანსი
(12.12.2024)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა.

დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე