რეზონანსი
(12.12.2024)

ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ნიკა გვარამიას პროცესი მოპასუხე მხარის არ დასწრების გამო 23 დეკემბრამდე გადადო. 

ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. პროცესს ვერ დაესწრო ვერც მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე, რომელიც სასამართლოს შემოსასვლელში არსებულ რიგში იდგა და მცირეხნიან პროცესს ვერ მიუსწრო.

სხდომა მას შემდეგ გაიმართება, რაც ოპოზიციონერი ლიდერი თავისუფლებაზე იქნება, რაც არ გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში გაუშვან  

საქალაქო სასამართლოში 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეს განიხილავენ. დღეს სასამართლოში 13 პირის პროცესი ერთდროულად უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ნიკა გვარამიას საქმე ცალკე,  3 წუთში განიხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე