რეზონანსი
(11.12.2024)

ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

პედიატრმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, "ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს".

პროკურატურა მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ექიმს ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი, 4 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და საკუთარი მანქანიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საპროტესტოო აქციაზე მიდიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე