რეზონანსი
(11.12.2024)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით მქონდა ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ეს არის რუსეთის და უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირები. ჩვენ ვდგამთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია ვიქტორ ორბანის განცხდებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



