რეზონანსი
(10.12.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს:
„კიდევ ერთი საშინელი ავარია თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე, სამწუხაროდ არის მსხვერპლი" - წერია ინფორმაციაში.
თვითმხილველები წერენ, რომ მანქანა ძალიან მაღალი სიჩქარით მიდიოდა და ჯიპს დაეჯახა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



