რეზონანსი
(10.12.2024)

მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს , - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ფეისბუკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს.
საქართველო ცალკე შემთხვევა არ არის: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში", - წერს კლინტონი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



