რეზონანსი
(10.12.2024)

მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში ჩავარდნილი მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ მეტროპოლიტენის პრესსამსახურში. მგზავრი ლიანდაგში ცოტა ხნის წინ ჩავარდა.
თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ახალგაზრდას ხელი ჰკრა. კაცი ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა.
მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. მეორე ხაზზე ტრანსპორტო მეტროსადგურ “დელისამდე” მოძრაობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



