რეზონანსი
(09.12.2024)

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილის თქმით, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი აქტივით მზადაა ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს და ის ამისთვის სისხლს არ მოერიდება.
"მთავარმა არხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე მეორე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა.
ეს ადამიანი ვინმე ძნელაძეა და ის და მისი ოჯახის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან.
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი აქტივით მზადაა ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს და ის ამისთვის სისხლს არ მოერიდება", - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



