რეზონანსი
(08.12.2024)

სოციალურ ქსელებში დამასკოში გადაღებული კადრები ვრცელდება - სირიელი აჯანყებულები ზეიმობენ. მათი თქმით, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა. ინფორმაციას ადასტურებს სააგენტო "როიტერის" ორი წყაროც. მაღალჩინოსნების თქმით, ასადის თვითმფრინავი უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.
"ეს ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისია", – ამბობს ერთ-ერთი აჯანყებული.
ბაშარ ასადმა სირიის პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წლიდან დაიკავა. 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი იყო.
ქვეყანაში სამოქალაქო ომი 13 წლის წინ დაიწყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



