
მსგავსად პიროტექნიკისა, ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უთითებს რევოლუციის მოწყობის, დესტრუქციის მოწყობის სურვილს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც იყო წახალისებული სალომე ზურაბიშვილის მიერ, რაც იყო წახალისებული ცალკეული აქტორების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
აღნიშნული განცხადებით იგი რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა.
„როდესაც არ ელოდები ეუთო/ოდირის დასკვნას, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ვერდიქტს არჩევნებთან დაკავშირებით და მანამდეც ცდილობ შენი პოლიტიკური ინტერესი ძალადობით განახორციელო, ცხადზე ცხადია, რომ აქ ვერანაირად ვისაუბრებთ მშვიდობიან პროტესტზე", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



