რეზონანსი
(07.12.2024)

ნუგზარ კვაშალმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ დრო მოვიდა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოილაპარაკონ:

„ბუნებრივია, ყველას გვაწუხებს შეკითხვა – რა უნდა ვიღონოთ ამ ურთულეს სიტუაციაში?! მე რვა მთავრობა გამოვიცვალე და რომ ვაკვირდებოდი, ქართველები ყველა მთავრობას დედას აგინებდნენ. ჩვენ ცოტა რთული ხალხი ვართ და სხვანაირი მიდგომა გვჭირდება… ამიტომ, ყველა ქართველს ვთხოვ, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და მოილაპარაკონ – სხვაგვარად ამ კონფლიქტის მოგვარება ვერ წარმომიდგენია, თუმცა ესეც ძნელი იქნება“, - განუცხადა ჟურნალ "გზას" კვაშალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე