რეზონანსი
(06.12.2024)

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე.

„ამ ყველაფერში ახვედრებენ იმ ადამიანებს, ვინც საერთაშორისო გლობალურ მისიებში იცავდნენ მშვიდობას, ვინც 2008 წელს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას . მოხვდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ აფხაზეთში იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველაფერი გვიჩვენებს ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის რეალურ სახეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობაზე და სიძულვილზე არის ორიენტირებული", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე