რეზონანსი
(05.12.2024)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებმაც ბინის კარის გასაჭრელად სპეციალური ხელსაწყო მოიტანეს. საგამოძიებო პროცესებს დაესწრება დავით კეზერაშვილის ადვოკატიც.
საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის ორგანიზებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



