რეზონანსი
(05.12.2024)

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



