რეზონანსი
(05.12.2024)

უკრაინის მიერ დასანქცირებული თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის დედაქალაქში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. 1997 წელს მან კიევში გამარჯვების გამზირზე #39-ში 220 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა  150 000 აშშ დოლარად.  2005 წელს კიევში შევჩენკოს გამზირზე #11-ში 250 კვ.მ ფართობის ბინა 700 000 აშშ დოლარად. 2024 წლის 31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად ორივე ბინის 100%-ს სწორედ კახა კალაძე ფლობს.

კალაძე უკრაინაში მიწასაც ფლობდა, თუმცა 2019 წელს თბილისის მერმა 3000 კვ.მ  ტერიტორია 2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე