რეზონანსი
(04.12.2024)

წუხელ დაუდგენელმა პირებმა, სანაპიროზე მდებარე რესტორანი HB გატეხეს, სალარო აპარატიდან მოპარულია თანხა. ასევე, გატეხილია და წაღებულია თანხა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "სიო" -დან.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, სადაც დასუფთავების სამსახურმა მუშაობა უკვე დაასრულა, ერთ-ერთ ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი.

ჩამსხვრეულია ავტობუსის გაჩერების შუშები, ასევე რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა და ფანჯრები.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე