
ნანა ტომარაძე, რომელმაც 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე იცავს, რომელმაც გვითხრა, რომ ნანა ტომარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
როგორც ირკვევა, ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და ახლა მასზე ნერვიულობს. როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, აღნიშნული პირის სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს ამის შესახებ არ შეუტყობინებია.
„როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს. როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა, სამართალდამცავთა მხრიდან მასზე ძალადობა არ მომხდარა იმის გარდა, რაც ჩანს კადრებში. მხოლოდ იმას ამბობს, რომ უღებდნენ ტელეფონით და კითხვებს უსვამდნენ, მაგრამ თქვა, იმდენად ანერვიულებული ვიყავი, რომ ბევრი რამ არ მახსოვს, რას მეკითხებოდნენო. ახლა იზოლატორშია და შეუძლიათ 48 საათი იქ გააჩერონ, ან გადმოიყვანონ და გაიმართოს სასამართლო. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით(პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა), რაც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას ან 5000 ლარამდე ჯარიმას.
ნანა ცხოვრობს მამასთან და შვილთან ერთად. სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია და ისინი იზრუნებენ ბავშვზე. ამბობს, მე თუ დამაჯარიმებენ არ მაქვს საშუალება, რომ თანხა გადავიხადოო. ვნახოთ, 4 დეკემბერს გაირკვევა, რა გადაწვეტილებას მიიღებენ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადვოკატმა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



