რეზონანსი
(04.12.2024)

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს აქციის მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილი ხელში დაიჭრა და სასწრაფო დახმარების ბრიგადან იგი ადგილიდან განარიდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მანქანაში აღმოუჩინეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაცია პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო. გაზის კაფსულების გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეების აგრესიულმა ჯგუფმა უკან დაიხია და "თბილისი მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიიდან სპცრაზმს პიროტექნიკა დაუშინა. იქვე მყოფ მედიის წარმომადგენელს კი ერთ-ერთმა მომიტინგემ ფეიერვერკი დამიზნებით ესროლა, რის შემდეგაც "პირველი არხის" ოპერატორი ძირს დაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე