
"მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან" - რას წერს პატრულ-ინსპექტორი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შსს-დან მოდის.
როგორც გოგინაშვილი ამბობს, მინისტრს უკვე მიმართა პატაკით, სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
"30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან" - წერს გოგინაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ თანამდებობა დატოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



