რეზონანსი
(03.12.2024)

რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქცია დასრულდა. ბოლოს მომიტინგეები ვაკის პარკისკენ მსვლელობას მართავდნენ, თუმცა პოლიციის გამოჩენისთანავე ყიფშიძის ქუჩისკენ გადაინაცვლეს და შემდეგ საერთოდ დაიშალნენ. 

„თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებმა აღნიშნულ ქუჩებზე დასუფთავების სამუშაოები უკვე ჩაატარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე