რეზონანსი
(02.12.2024)

სრულიად მიუღებელია ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოში ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მთავრობის ქმედებებს ექნება პირდაპირი შედეგები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის“, – წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ში.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას თან ურთავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და გაფართოების ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე