
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრიტანეთის საელჩოში ელჩს შეხვდნენ. საუბრიიის მთავარი თემა - გაყალბებული არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი იყო.
მე დეტალებს ვერ გეტყვით დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრის. დიდი ბრიტანეთი არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტორი და მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ამ ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და გაყალბებულ არჩევნებზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა", - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



