
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა.
რა მოხდა მკვლელობის დღეს, ამას გამოძიება დაადგენს. მოკლული ქალის მეგობრები ჰყვებიან, რომ ხოჭოლავა ცივი იარაღით არის მოკლული.
ცნობილი ხდება, რომ ის სოციალურ ქსელ "ტიკტოკში" აქტიური იყო. დანაშაულის დღეს მან ვიდეომიმართვა ჩაწერა. ვიდეოში ის ჰყვებოდა გარემოებებს, რის გამოც ჩაიდინა დედის მკვლელობა. "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე სოფი ნურაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილ ბიჭს კარგად იცნობდა:
"შეიძლებოდა მე მოვეკალი. რომ დაერეკა შემხვდიო, მეც გავიქცეოდი შევხვდებოდი და 40 ჭრილობა მექნებოდა მე. ერთმანეთი სამი ან ორი წლის წინ გავიცანით, ზუსტად არ მახსოვს, მიშლიდა ხოლმე ტაროს. ჩვენ ვმოგზაურობდით ერთად, ვმეგობრობდით! ერთად არსად არ გვიმუშავია! საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა იყო, მის ასაკთან შედარებით. ძალიან ხშირად მაძლევდა რჩევებს, თუმცა ჩვენ აქტიური ურთიერთობა არ გვქონია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მხვდებოდა მისი ვიდეოები "ტიკ-ტოკზე", სადაც ღრიალებდა, რომ დედაჩემის გამო სამსახურიდან გამომაგდესო. არაადეკვატური ჩანდა და მივწერე, ვთხოვე ექიმთან წამოდი-თქო. არ დამიჯერა. რაც მოხდა ეს არის უდიდესი ტრაგედია" - წერს ნურაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



