რეზონანსი
(30.11.2024)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს "ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა," - წერს მილერი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



