რეზონანსი
(29.11.2024)

ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7794 ლარი ღირს. დღეს მოქმედი კურსი 2.7418 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0376 ლარი შეადგინა

გაცილებით მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება დღის ბოლოს 2.8097 ლარი იყო.

ლარი 4 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც. ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით ერთი ევრო 2.9348 ლარი ეღირება, ცვლილებამ 0.0441 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსით 1 ევრო 2.8907 ლარი ღირდა.

გარე გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2.85 ლარიც ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე