რეზონანსი
(29.11.2024)

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მომღერალი და მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების" დეპუტატი აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვინც დადიოდა ევროპარლამენტში და ითხოვდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და ჩვენი ქვეყნის დასჯას იმათზე არ ბრაზდებიან, მათ გვერდით დგანან.
„შევთავაზოთ ექსპერიმენტი - გაგვიხსნან მოლაპარაკებები და დააკვირდნენ, ვიტყვით თუ არა უარს - უფრო მაგრად „დაგვსაჯონ" და პირდაპირ გაგვაწევრიანონ ევროკავშირში".
მაგრამ ვის ენაღვლება საქართველოს ევროპული მომავალი, აქ მუდმივად უნდა იყოს დაძაბულობა, არეულობა და სტაგნაცია! ამ ყველაფრიდან უსხლტება საქართველო და როგორ ვბედავთ თურმე!", - წერს ბერიძე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



