რეზონანსი
(29.11.2024)

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 43 პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობასთან აქციაზე 32 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე