რეზონანსი
(29.11.2024)

რუსთაველის გამზირი მომიტიგეებისგან გაათავისუფლეს. სპეცდანიშნულების ჯგუფებმა წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს და პარალმენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიკავეს. ამჟამად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრის მიმდებარეს განლაგდნენ, მთელ დანარჩენ ტერიტორიას კი სამართალდამცავები აკონტროლებენ. აქციის დაშლას რაიმე წინააღმდეგო არ მოჰყოლია და ყველაფერი ექსცესების გარეშე დასრულდა. 

მალევე აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე წუთში კი დემონსტრანტებმა ურნების დაწვა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე