
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მომხდარს სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაძაბულობაა 9 აპრილის ქუჩაზეც, სადაც პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლას აქვს ადგილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცველი. ინფორმაცია "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით იყო მძიმე საგნების სროლა, რის შემდეგაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ სავარაუდოდ, აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.
მიუხედავად არსებული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ.
ჭიჭინაძის ქუჩის გარდა მოქალაქეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



