რეზონანსი
(28.11.2024)

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 29 ნო­ემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და ნა­ლე­ქი შე­წყდე­ბა. დღი­სით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით დათ­ბე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი შე­ნარ­ჩუ­ნდება ცივი ამინ­დი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლის­ში 2 დე­კემ­ბრამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხოლო 2 დე­კემ­ბერს შე­საძ­ლოა მცი­რე წვი­მა და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +7, +9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +15 გრა­დუს­საც ელო­დე­ბი­ან.

"ხვა­ლი­დან მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს. ხვა­ლაც ქა­რია, ზე­გი­დან კი ქა­რიც ჩად­გე­ბა. ორ დე­კემ­ბერს შე­საძ­ლოა თბი­ლის­ში მო­იღ­რუბ­ლოს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მცი­რე წვი­მა და ნის­ლი. ეს, რაც ბოლო დღე­ებ­ში ვნა­ხეთ, იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მოჭ­რა ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი მო­ვი­და რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში... მთებ­ში, მა­ღალ მთებ­ში ყველ­გან თოვ­და. ვი­ცით, რომ ბევ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ჩა­ი­კე­ტა, ხვა­ლი­დან უკვე ნელ-ნელა შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა.

თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში იყო თოვ­ლი, მა­გა­ლი­თად ლოტ­კინ­ზე, სხვა უბ­ნებ­შიც... მცი­რე თოვ­ლი იყო, მეტი არც იყო ნა­ვა­რა­უ­დე­ვი. ჯერ­ჯე­რო­ბით თბი­ლის­ში თოვლს არ ვე­ლო­დე­ბით.

ზამ­თრის პროგ­ნო­ზი ჯერ არ გვაქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში სით­ბო იყოს დე­კემ­ბერ­შიც, იან­ვარ­შიც, რო­გორც ყო­ველ­თვის ხდე­ბა. არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ ხდე­ბა, უკვე ნო­ემ­ბრის მე­სამ­დე დე­კა­დაა და ნა­ლე­ქი არც უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს. ასე­ვე შე­საძ­ლოა იან­ვარ­ში სით­ბოც, რად­გან იან­ვარ­ში ბევ­რჯერ არის, რომ თბი­ლა, კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა", - განუცხადა "ამბებს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სმა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე