რეზონანსი
(27.11.2024)

საპარლამენტო მანდატების ჩახსნის მოთხოვნით კოალიცია "ძლიერი საქართველო" საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, ხვალ, 28 ნოემბერს მიმართავს. 

ბადრი ჯაფარიძეის განაცხადებით,  დიდი ალბათობით, "ძლიერი საქართველოს" თითოეული წევრი პარლამენტში ოფიციალურ განცხადებას ხვალ, დღის პირველ, ან მეორე ნახევარში შეიტანს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ყველა იმ ნაბიჯს გადადგამენ, რომელიც "თვითმარქვია ხელისუფლების დელეგიტიმაციას გამოიწვევს".

შესაძლოა, ხვალ მოხდეს ინდივიდუალური განცხადების შეტანა. ეს განცხადებები მზად არის. ჩვენ ვთქვით, რომ მივყვებით ამ გზას. ეს არის ყველა იმ  ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გამოიწვევს ამ თვითმარქვია ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ჩვენ ამ ნაბიჯებს თანმიმდევრულად გადავდგამთ. გუშინ გადავდგით ერთნი ნაბიჯი, ხვალ ალბათ გადავდგამთ მეორე ნაბიჯს და გავაგრძელებთ ამ გზით სვლას. მთავარია, რომ არავინ არ შედის ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამ პარლამენტის თავყრილობის, "ქართული ოცნების" თავყრილობის ლეგიტიმაციას არავინ აპირებს", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე