რეზონანსი
(27.11.2024)

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა. 

“ცივი იარაღით არის დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნაკვეთის გამოო, ასე ამბობენ სოფელში. იგივე მიზეზით კონფლიქტები ამ სოფელში ხშირია“, –განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "მოზაიკას".

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე