
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის" წარმომადგენელი,ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.
სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართება, ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ლომჯარიამ თავდაპირველად უარი პროკურატურაში გამოკითხვაზე, მან გამოკითხვაზე მისვლა მოითხოვა მაგისტრატ მოსამართლესთან.
სხდომა 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჩატარდება.
ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმის" მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას.
მანამდე გამოკითხვაზე მისულები იყვნენ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა" წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



