რეზონანსი
(26.11.2024)

"ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებს

პირ­ვე­ლად ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში არ­ცერ­თი დიპ­ლო­მა­ტი არ და­ეს­წრო თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის კრე­ბას. ეს იყო უბ­რა­ლოდ ადა­მი­ან­თა დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლებ­მაც ერ­თმა­ნეთს უწო­დეს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი , - ამის შე­სა­ხებ "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სტრას­ბურ­გში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გვა­რა­მი­ას თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პარ­ლა­მენ­ტი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე შეკ­რი­ბა, ამი­ტომ, მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჭი­როა ეს ქმე­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის მოშ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს.

"მე ძა­ლი­ან დიდი სი­ტყვა მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი არა ერთი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა, მაგ­რამ მო­დით, გა­მოვ­ტო­ვოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ­თვის მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რაც მი­ვი­ღეთ - ერ­თობ­ლი­ვი რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ ჩემს შე­ნიშ­ვნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ამ არ­ჩევ­ნებს უწო­და რუ­სე­თის სპე­ცო­პე­რა­ცია, ახა­ლი ტი­პის ჰიბ­რი­დუ­ლი ომი და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის ახ­ლე­ბუ­რი გზა. მან მთავ­რო­ბას არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და, რაც ჩვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან არის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მოგ­ვარ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ჩვენს სამ­შობ­ლო­ში. ამ და სხვა ბევ­რი მი­ზე­ზის გამო არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ შიდა დამ­კვირ­ვე­ბე­ლი არ უწო­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს თა­ვი­სუ­ფალ თუ სა­მარ­თლი­ანს. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ვე­ლად ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში არ­ცერ­თი დიპ­ლო­მა­ტი არ და­ეს­წრო თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის კრე­ბას. ეს იყო უბ­რა­ლოდ ადა­მი­ან­თა დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლებ­მაც ერ­თმა­ნეთს უწო­დეს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბა მოხ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე, შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­სა­მარ­თლო­ში, შე­საძ­ლოა, გა­უქ­მდეს ეს შე­დე­გე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ამ ფაქ­ტი­სა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შეკ­რი­ბა პარ­ლა­მენ­ტი სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე, შე­სა­ბა­მი­სად, ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ თავს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს უწო­დე­ბენ, უნდა იყოს და­უშ­ვე­ბე­ლი და ეს უნდა ჩა­ით­ვა­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის მოშ­ლად ქვე­ყა­ნა­ში.

ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ამ დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა გა­რეთ, აპ­რო­ტეს­ტებს და გვყავს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი: ომარ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, საბა მე­ფა­რიშ­ვი­ლი, და­ვით კოლ­და­რი, გი­ორ­გი კუ­ჭუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ოკ­მე­ლაშ­ვი­ლი, ფრი­დონ ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი, ისა­კო დე­ვი­ძე, ანა­ტო­ლი გი­გა­უ­რი. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს პა­ტიმ­რე­ბი და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წელ­ზე მე­ტია, აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით იმ­ყო­ფე­ბა ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მსხვერ­პლი.

ოთხმა პარ­ტი­ამ უარი თქვა პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე, რაც არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მელ­მაც მი­ი­ტა­ცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა. სწო­რედ ჩვე­ნი ძა­ლის ფარ­გლებ­შია და სა­ჭი­რო­ებს ჩვენს კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ მცდე­ლო­ბას, რომ შე­ვა­ჩე­როთ რუსი ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი რე­ჟი­მი, სა­ნამ კი­დევ უფრო დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნე­ბენ ქარ­თვე­ლებს და მთელ და­სავ­ლურ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რას.

რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს დე­ლე­გი­ტი­მა­ცია ამ რე­ჟი­მის და ეს არის, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, არც ერთი ნა­ბი­ჯი უკან.

ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ და­იღ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­გან, ჩვენ ვიბ­რძვით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. სი­ტუ­ა­ცია არის ძა­ლი­ან მძი­მე და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ძა­ლი­ან სწრა­ფად, პო­ზი­ტი­უ­რად, რა თქმა უნდა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე