რეზონანსი
(26.11.2024)

მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -  ამის შესახებ პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

ექსპრემიერი არ ასახელებს კონკრეტულ დროს, როდის იტყვის მისი პარტია მანდატებზე უარს. 

რაც შეეხება საპარლამენტო სიების ჩახსნის საკითხს, ჩვენ ერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: სიების ჩახსნაზე ჩვენზე ვერავინ მოახდენს წნეხს. მკაფიოდ ვამბობთ, სიების ჩახსნაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს არაფერი რეალური შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რაღაცას - სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ. ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც ქვეყანა დღეს არის, ძალიან ცდება.  ვინმე თუ ფიქრობს, ან ნაცები, ან "ოცნება" რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ ასე არ იქნება. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით - ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ.

რაც შეეხება სიების (ჩახსნას) გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც ნაცებს, არც ივანიშვილს და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ამას ჩავთვლით საჭიროდ"- თქვა გახარიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე