რეზონანსი
(26.11.2024)

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილედ - რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მათივე ცნობით, არჩევამდე რამაზ ჯინჭარაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე მოღვაწეობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



