რეზონანსი
(26.11.2024)

თბილისში ქალის ცხედარია აღმოჩენილი - მას მრავლობითი დაზიანებები  მთელს სხეულზე, სავარაუდოდ, ნაჯახით აქვს მიყენებული. 

ცხედარი მეზობლებმა ქალის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ იპოვეს. პოლიცია მოკლულის შვილმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც დედას ვერ დაუკავშირდა. სახლში შესულ სამართალდამცავებს კი ადგილზე საზარელი სურათი დახვდათ. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლული  მოვაჭრე იყო და რამდენიმე ობიექტი ჰქონდა გაქირავებული. 

რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია, მაგრამ მეზობლები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ქალს კარგად იცნობდა.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე