
ჯგუფ "წინაპრების" დამფუძნებლის თათია მექვაბიშვილის ინფორმაციით, ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სამმა მათგანმა შიმშილობა დაიწყო.
"26 ნოემბერს სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან. ეს იქნება მასალების შეგროვება, რა დარღვევები იყო, როგორ დაირღვა ყველას უფლება, რომ ჰქონოდათ არჩევანში მონაწილეობის უფლება. ამბობენ იმას, რომ მართლა დასაკარგი არაფერი არ აქვთ.
დღეს ბრიუსელში შიმშილობა დაიწყო 3- მა ადამიანმა, მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას. ხვალ სტრასბურგში იკრიბებიან ემიგრანტები, რომ ერთობლივად, რომ მკვეთრად გააგონ ხმა მსოფლიოს", - თქვა თათია მექვაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



