
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები უკვე 85.7 მლნ დოლარით შეივსო. როგორც ეროვნულ ბანკში "ბიზნეს მედიას" განუცხადეს, თანხის აკუმულირება "ბიმატჩ" პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ოპერაციებით მოხდა.
ამასთან, მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა დაიწყო. შედეგად, ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სებ-ი "ბიმატჩ" პლატფორმის მეშვეობით თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვისთვის აქვეყნებს.
სებ-ში ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოხდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



