
ოპოზიციამ, სიების ჩახსნის მოთხოვნით, პარლამენტში ახალი განცხადებების გაგზავნის პროცესი დაიწყო. პირველი ელექტორნული განცხადება, უკვე მეორედ, “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეიტანა.
ოპოზიცია, თუ მათ საჯარო განცხადებებს დავეყრდნობით, პარლამენტში შესვლას და მუშაობას არ აპირებს.
უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და მოვითხოვე, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჩემი მანდატი, მიიღონ გადაწყვეტილება გაუქმდეს მათთან ჩემი კავშირი. მე არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად. განცხადება გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით, რეგისტირებულია პარლამენტში და დაუყოვნებლიოვ, ხვალვე მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი“, - განაცხადა ვაშაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



