რეზონანსი
(25.11.2024)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე- 6 მუხლით დაიწყო.
knews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



