მსუბუქი მანქანა გაჩერებულ ევაკუატორს შეასკდა - მძღოლმა კარი გააღო და უცებ საშინელი დარტყმაც მოხდა...
რეზონანსი
(25.11.2024)

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოქარხნის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ევაკუატორს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.
“ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ევაკუატორის მძღოლმა ტრანსპორტი გააჩერა და მანქანიდან უნდა გადმოსულიყო. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა მსუბუქი ავტომობილი. ადგილზე საპატრულო პოლიციის უამრავი ჯგუფი იყო მობილიზებული”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



